სემინარები

ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი ნატო ჯაბნიძე 2021 წლის 26 ივლისს, 11 საათზე გამართავს სემინარს თემაზე: "საგადასახადო შეღავათების გავლენა მცირე ბიზნესის მართვაზე"

COVID-19 საფრთხეა არა მხოლოდ მსოფლიო ჯანდაცვისთვის, არამედ გლობალური ეკონომიკისთვისაც. საერთაშორისო ორგანიზაციები და მათ მიერ მომზადებული კვლევები პანდემიის გავლენას მსოფლიო ეკონომიკაზე არაერთგვაროვნად აფასებენ.  გაეროს გათვლებით, შედეგი დამოკიდებული იქნება იმ პერიოდზე, რა პერიოდიც დასჭირდება მსოფლიოს ამ ვიუსის დასამარცხებლად. აზიის განვითარების ბანკის მიხედვით, 77 მილიარდი დოლარიდან 347 მილიარდამდე დოლარის ზიანს მიაყენებს მსოფლიო ეკონომიკას. გაეროს ანალიზით მსოფლიო ეკონომიკის ზრდა მინიმუმ 2,5%-ით შემცირდება. მიყენებული ზარალი დაახლოებით ტრილიონი დოლარი იქნება. ხოლო ნავთობის და სხვა საქონლის ექსპორტიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდა 1 %-ით შემცირდება.

დაწესებული შეზღუდვების ფონზე მნიშვნელოვნად შემცირდა  საცალო, სატრანსპორტო სექტორი და ტურიზმი. ტურიზმზე ქვეყნის უცხორი ვალუტის შემოდინების 35% მოდის. საქართველოს ეკონომიკა ივნისში შემცირდა 7.7%-ით, ხოლო წინა 6 თვეში- 5.8%-ით.

რათქმაუნდა, ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს მაჩვენებლები მნიშვნელოვანია და გავლენას ახდენენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. ზემოთქმულიდან გამომდინარე, შემცირდა სამუშაო ადგილები და მოსახლეობის ცხოვრების დონეზე ამან მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.

ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარება, ეკონომიკური განვითარების ტემპის შენარჩუნება,  სამუშაო ადგილების შენარჩუნება, რაც პანდემიის პირობებში არაა მარტივი. საქართველოს მთავრობამ დროულად მიიღო შესაბამისი ღონისძიებები და დახმარება გაეწია როგორც ბიზნესს, ასევე იმ დასაქმებულებს, რომლებიც სამსახურის გარეშე დარჩენ. სახელმწიფო დახმარების რამდენიმე  ეტაპი განხორციელდა. დახმარებებმა.

მთავრობის მიერ პანდემიის სამართავად შემუშავდა ღონისძიებები, რომლებიც   ერთის მხრივ  ხელს უშლის ეკონომიკური პროცესების წარმართვას  და მეორეს მხრივ -ამ პროცესების სამართავად გაღებული საბიუჯეტო ხარჯი დამატებით ტვირთად აწევს ბიზნესს. ამიტომ შემუშავებული იქნა ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ეტაპობრივად ხორციელდებოდა.

zoom link: https://us02web.zoom.us/j/2159834048

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა